მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  აგვისტო  2016

    სასტუმრო ჯინო ველნეს რაბათი ერთადერთი ველნეს & სპა სასტუმროა კავკასიაში

    სასტუმრო  ჯინო ველნეს რაბათი ერთადერთი ველნეს & სპა სასტუმროა კავკასიაში რომელიც განთავსებულია ისტორიული რაბათის ციხის გალავნის შიგნით ციხის ქვედა ნაწილში, აქვს საუკეთესო მდებარეობა, გამოირჩევა ძველებური დიზაინით და კომფორტით.

    * სასტუმრო გთავაზობთ კლასიკი, ლუქსი, ფემილი კლასიკი და აპარტმან ლუქსის ტიპის ნომრებს.

    * სასტუმროში არის საკონფერენციო დარბაზი, ბარ-რესტორანი, ღია ტერასა და ველნეს-სპა ცენტრი სადაც ყველა პირობაა შექმნილი განტვირთვისა და მყუდრო დასვენებისათვის.

       

    რესტორანი  თქვენ განკარგულებაშია ბარ-რესტორანი სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული ქართულ-ევროპული უგემრიელესი კერძები, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები.

    * ასევე თქვენ გელით ღია საზაფხულო ტიპის ტერასა.

    Welleness & Spa სასტუმროს ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ველნეს-სპა ცენტრი რომელიც მოიცავს რამოდენიმე ტიპის საუნას.

    * საუნა სურნელოვანი არომატებით საუკეთესო საშუალებაა მოდუნებისა და რელაქსაციის მისაღწევად.

    * საუნა მარილის ორთქლით ატენიანებს, არბილებს და კანის ზედაპირს ამდიდრებს იოდით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

    * საუნა მენთოლის და ევკალიპტის მონაცვლეობითი არომატებით ხელს უწყობს სასუნთქი გზების სტიმულირებას.

    ჯაკუზი, რომაული საუნა, ფინური მშრალი საუნა, ცივი წყლის ავზი, ზღვის კენჭებიანი ავზი ფეხის ჰიდრო-მასაჟორით, მინი ბარი გამაგრილებელი სასმელებით, სასიამოვნო მუსიკა რომელიც ისმის მთელ საუნაში და საუნის შემდგომი მოსასვენებელი ადგილი - ტეპიდარიუმი ერთობლიობაში ქმნის განსაკუთრებულ მყუდრო გარემოს სრული რელაქსაციისა და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად.

     

    ფასები:

    კლასიკი 2 პერსონაზე - 195-220 GEL

    ერთი ღამის ღირებულება: ორ პერსონაზე ნომერში (აივნის გარეშე) 220 ლარი. ერთ პერსონაზე 195 ლარი. (ფასში შედის საუზმე და სპა-ველნესი 2 საათის განმავლობაში). ...

     

    კლასიკი 2 პერსონაზე (აივნით) - 220-250 GEL

    ერთი ღამის ღირებულება: ორ პერსონაზე ნომერში (აივნით) 250 ლარი. ერთ პერსონაზე 220 ლარი.
    (ფასში შედის საუზმე და სპა-ველნესი 2 საათის განმავლობაში). 

     

    ლუქსი 2 პერსონაზე - 270-290 GEL

    ერთი ღამის ღირებულება: ორ პერსონაზე ნომერში 290 ლარი. ერთ პერსონაზე 270 ლარი.
    (ფასში შედის საუზმე და სპა-ველნესი 2 საათის განმავლობაში).

     

    საოჯახო 4 პერსონაზე (ერთმანეთში გამავალი კარით) - 420 GEL

    საოჯახო ნომერი 4 პერსონაზე 420 ლარი.
    (ფასში შედის საუზმე და სპა-ველნესი 2 საათის განმავლობაში).



    აპარტამენტ ლუქსი (ორსართულიანი) - 430-450 GEL

    ერთი ღამის ღირებულება: ორ პერსონაზე ნომერი 450 ლარი. ერთ პერსონაზე 430 ლარი.
    (ფასში შედის საუზმე და სპა-ველნესი 2 საათის განმავლობაში).

     

    მისამართი
    ქ. ახალციხე, ხარისჭირაშვილის 1.
    ტელეფონი
    (+995) 599 88 09 18
    მობილური
    (+995) 599 88 09 24
    ელ-ფოსტა
    info@gino.ge
    ფაქსი
    (+995) 322 19 29 39


პარტნიორები