მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  აგვისტო  2016

    რას გვთავაზობენ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სასტუმროები ზაფხულის სეზონზე?

    გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს კლიმატი მრავალფეროვანია. ამას გარდა, აქ უამრავი საინტერესო, ისტორიული ძეგლია.

    ზაფხულის სიცხეს, აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც, საზღვარგარეთ გავექცეთ, ან თუნდაც ზღვაზე. აქვე, თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არის ყველა ის პირობა, რაც საჭიროა ზაფხულის სასიამოვნოდ, საინტერესოდ და კომფორტულად გატარებისთვის. ისტორიული ძეგლები, განსაკუთრებული ჰაერი და სასტუმროები საინტერესო სერვისებით.

    Myrest.ge დაინტერესდა, კონკრეტულად ორი რეგიონი - ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი რას სთავაზობს ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებლებს და რა სიახლეებს ამზადებენ საზაფხულო სეზონისთვის?

    აბასთუმანი

    სასტუმრო „გრინ ოტელი“.

    სასტუმროში არის დამოუკიდებელი აივანი, სველი წერტილები, უკაბელო ინტერნეტი, პლაზმური ტელევიზორი სატელიტური ტელევიზიით. „გრინ ოტელს“ ასევე აქვს პარკირების ადგილი, ფაცხა,ბავშვების გასართობი კუთხე , ბატუტი და ტენისის მაგიდა უფასოდ. სასტუმროს წარმომადგენელმა Myrest.ge -სთან საუბარში აღნიშნა,რომ განსაკუთრებული სამზადისი საზაფხულო სეზონისთვის არ იგეგმება .

    სასტუმრო „ვილა აბასთუმანი“

    სასტუმრო „ვილა აბასთუმანი“ შედგება 3 სართულისგან. სასტუმრო მომხმარებელებს უზრუნველყოფს 3-ჯერადი კვებით. ასევე სტუმარს, რომელსაც სურს თვითონ მოამზადოს კერძები, შეუძლია კიდევ ერთი სამზარეულოს გამოყენება, დამოუკიდებლად.
    „განსაკუთრებული ღონისძიებები საზაფხულო სეზონისთვის არ იგეგმება, თუმცა ახლა მიმდინარეობს რემონტი სასტუმროში და გავზრდით ოთახების რაოდენობას, ასევე გავაუმჯობესებთ პირობებს. „ - საუბრობს „ვილა აბასთუმანის“ წარმომადგენელი.

    ვარძია

    სასტუმრო „ვარძია რეზორტში“ საზაფხულო სეზონი 25 აპრილს გაიხსნა. სატუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია კოტეჯები, რესტორანი, მესხური დარბაზი, ფანჩატურები, ლაუნჯები, ორი დიდი გადაკიდებული ღია აუზი, მარანი, მესხური ოდა, ფურნე, იქვეა მე-10 საუკუნის წმინდა მარინეს სალოცავი, რომელიც აღდგენილია. რეზორთსის ტერიტორიაზე მდინარე მოედინება, რომელზეც 7 აუზია სხვადასხვა სახეობის თევზით. სასტუმროს ტერიტორია დატვირთულია გამოქვაბულებით.
    „ვარძია რეზორტის“ წარმომადგენლის განცხადებით სასტუმრო თავის მხრივ,არ გეგმავს საზაფხულო აქტივობებს,თუმცა დაწესებულება დაჯავშნილია რამდენიმე ღონისძიებისთვის, როგორიცაა ქორწილი და იუბილეები.

    სასტუმრო „ ტაოს კარი“

    2005 წლიდან ეს სასტუმრო უამრავ უცხოელ სტუმარს იღებს. ეს ადგილი აღსანიშნავია სანახაობებისა და ისტორიული ძეგლების გამო, როგორიცაა ვარძიის ქვაბული, წუნდის ტბა და ხერთვისის ციხესიმაგრე. ასევე საინტერესეოა ვანის ქვაბულები და ზემო თმოგვი.
    როგორც სასტუმროს წარმომადგენელი Myrest.ge-სთან საუბარში ამბობს ზაფხულის სეზონი 1 მაისიდან იხსნება. ასევე აღნიშნავს, რომ გახსნისთვის კონკრეტული ღონისძიებები უკვე დაგეგმილია აქვთ, თუმცა წინასწარი გაცხადებისგან თავს შეიკავებს.

    ბოლნისი

    სასტუმრო „გერმანული წისქვილი“ ბოლნისში სიონის ქუჩის 4 ნომერში მდებარეობს. სასტუმროს ყველა ოთახი ინდივიდუალურ სააბაზანოსა და ტელეფონთან ერთად აღჭურვილია პლაზმური ტელევიზორით და მინიბარით. „გერმანულ წისქვილში“ ინტერიერი სოლიდური დიზაინის ელემენტებშია გადაწყვეტილი. სამზარეულოში შემოთავაზებულია როგორც ქართული , ისე ევროპული კერძები და ასევე სასტუმროს აქვს სერვისი, რომლის ფარგლებშიც ტარდება ექსკურსიები, საინტერესო პროგრამები და გასართობი ღონისძიებები. Myrest.ge ესაუბრა სასტუმროს წარმომადგენელს. მისი განცხადებით, ზაფხულის სეზონისთვის განსაკუთრებულ ღონისძიებას „გერმანული წისქვილი“ არ გეგმავს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

    რაბათი

    სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“


    სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი „ ერთადერთი ველნეს და სპა სასტუმროა კავკასიაში. მდებარეობს ისტორიული რაბათის ციხის ტერიტორიაზე. სასტუმროს ნომრებში არის თანამედროვე ინტერიერი, კომფორტული ავეჯი, კონდენციონერი, მინიბარი, ტელევიზორი, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი (WiFi). ამასთან, სასტუმროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სასტუმროს სხვა სერვისებიც არის აღწერილი : -„თქვენ გელით ღია საზაფხულო ტიპის ტერასა ბარი. სასტუმროს ღირსშესანისშაობას წარმოადგენს ველნეს-სპა ცენტრი რომელიც მოიცავს რამოდენიმე ტიპის საუნას : რომაული საუნა შავი ყურძნის სურნელოვანი არომატით, ფინური მშრალი საუნა, მცენარეული საუნა „ბილინკა“,იოდით გამდიდრებული მარილის საუნა ...“
    სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ საზაფხულო სეზონს მაისის მეორე ნახევრიდან გახსნის.

     

     

    კომერსანტი


პარტნიორები