მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  აგვისტო  2016

    მიწათსარგებლობის გენგეგმის ჯგუფი მერიას K2 კოეფიციენტზე შეზღუდვის შენარჩუნებას ურჩევს

    მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი მერიას სამომავლოდ K2 კოეფიციენტზე შეზღუდვის შენარჩუნებას ურჩევს. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ცენტრალურ უბნებში განაშენიანებაზე შეზღუდის მოხსნა სასურველი არ არის.

    "ყოველ ტერიტორიას გააჩნია თავისი ტევადობა. საცხოვრებლის ინტენსივობის კოეფიციენტი ჩვენთან როცა არის 2.5, ფრანგულ და გერმანულ ქალაქებში გაცილებით ნაკლებია. ზოგადად, ანგარიშებიც კეთდება ასე - ერთ ჰექტარზე რამდენი მოქალაქეა. ყოველ ტერიტორიას აქვს თავისი წონა და ამის მიხედვით, ყოველ ჰექტარზე მოსახლეობის რაღაც რაოდენობის ზემოთ, არ უნდა ცხოვრობდეს. ეს ბალანსი დაცული უნდა იყოს. თბილისის გარკვეულ არეალებში ეს უკვე გადაჭარბებულია, ამიტომაც გახდა საცხოვრებელი გარემო აუტანელი ზოგიერთ უბანში", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, K2 კოეფიციენტზე შეზღუდვა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებამდეა ძალაში.


პარტნიორები