მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  აგვისტო  2016

    ხაშურში გარე განათების მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

    ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე განათების მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია გარე განათების მოწყობა ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ბრილში, ახალუბანში და ქინძათის ნაწილში. გარე განათება მოეწყო ასევე გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვაყაში. გარე განათების მოწყობა დაგეგმილია ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: მონასტერსა და ბულბულისციხეში, ცხრამუხის ადმინისტრაციულში შემავალ სოფელ ქაშვეთში, წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბროლოსანში, ფლევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტკოცასა და ალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: დუმაცხოვში, ზემო აძვისში, კლდისწყაროსა და ნაბახტევში.
    სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

     


პარტნიორები