მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  აგვისტო  2016

    ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად მუხრანის ტყის ტერიტორია შეირჩა

    ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ მუხრანის ტყის ტერიტორიაზე განთავსდება. როგორც „ბიზნესკონტაქტს“ ქალაქის მერიაში განუცხადეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. თუკი გეოლოგიური დასკვნა ტერიტორიაზე უარყოფითი იქნება, მერია ალტერნატიულ ტერიტორიას გამონახავს.

    ტერიტორია, რომელზეც საუნივერსიტეტო ქალაქი მოეწყობა დაახლოებით 50 ჰექტარია.

    შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. 


პარტნიორები