სიახლეები
-
01 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ცნობილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიაში საკუთარი სასტუმრო Pestana CR7 გახსნა
ამ დღეებში ცნობილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიაში მდებარე კუნძულზე - მადეირაზე საკუთარი სასტუმრო Pestana CR7 გახსნა.
მეწარმეობაში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის სურვილი რონალდუს უკვე დიდი ხანია ჰქონდა და როგორც იქნა, ის აისრულა.
„ეს სეზონი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მთელი კარიერის მანძილზე, მთავარი ევროპული საფეხბურთო ჯილდო მოვიპოვე, ეს ხომ უდიდესი მიღწევაა და არა მხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ ჩემი სამშობლოსთვისაც“, - განაცხადა კრიშტიანუმ სასტუმროს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.