მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  აგვისტო  2016

    Porta Batumi Tower - ყველაზე მაღალი სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში ( ფოტო )

    Porta Tower არის ერთ-ერთი ავანგარდული პროექტი და ყველაზე მაღალი სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში. მისი განხორციელებისთვის საქართველოში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით „პორტა თაუერი“ მსოფლიო დონის პროექტია, რომელიც აშენებულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის "პორტა თაუერის" მშენებლობა 2013 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

    „პორტა თაუერი“ აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევე ზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით.

    გარდა საცხოვრებელი სახლებისა, „პორტა თაუერი“ შედგება რამდენიმე შენობისაგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსში აგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასის რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა.

     

     


პარტნიორები