სიახლეები
-
01 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ზუგდიდში ღელე კუჩხობონის არხის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ზუგდიდში შარტავას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე, ღელე კუჩხობონის არხის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში ამ მონაკვეთზე რკინა ბეტონის მონოლითური საყრდენი კედლის მოწყობა ხორციელდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განხორციელებას 200 000 ლარი მოხმარდება და 15 ოჯახს ჭარბი ნალექის შემთხვევაში , კარ- მიდამოს დატბორვის საფრთხე მოეხსნება.