სიახლეები
-
01 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ალიანს ჯგუფი - ხარისხი განვითარება და წარმატება
წარმატებული კომპანიის ისტორია ყოველთვის იწყება კრეატიული პიროვნებების გაბედული იდეებით. სწორედ ასე განვითარდა "ალიანს ჯგუფის" ისტორიაც.
2005 წელს, ჩამოყალიბდა შპს"ალიანს+", რომლის პირველივე პროექტი რევოლუციური გახლდათ იმდროინდელი საქართველოსათვის - ქ. ბათუმში დაიწყო პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2008 წელს, რებრენდინგის შედეგად, კომპანიამ ახალი სახელით - "ორბი ჯგუფით" - გააგრძელა მოღვაწეობა. ამავე პერიოდში წამოიწყო კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - "სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი", რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად იქცა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ კონცეფციის წყალობით გახდა ბათუმი უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ქალაქად.
ალიანს ჯგუფის დამფუძნებლებმა - ორბი ჯგუფთან და სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით - ააშენეს 20-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, 5000-მდე ბინა და აპარტამენტი, 1 200 000 მეტი კვ.მ. სამშენებლო ფართი. ეს ჩამონათვალი ადასტურებს კომპანიის უზარმაზარ გამოცდილებას.
ალიანს ჯგუფი პროექტი - Alliance Palace