სიახლეები
-
01 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
ბორჯომში სანაპიროს სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება
ბორჯომში სანაპიროს სკვერის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ბაზალტის ბორდიურები, ბილიკები კი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ საცხოვრებელი შენობების ფასადებს, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა გარეგანათება, ტერიტორიაზე განლაგდა საბაღე სკამები და ურნები, ასევე მოეწყობა პანდუსები.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე მცირე ხარვეზების გამოსწორებისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულება რამდენიმე დღეში მოხდება.
გამგებლის განმარტებით, აღნიშნული სკვერის გარდა წელს განხორციელდა კოსტავას სკვერის რეაბილიტაცია, სრულიად ახალი მოსასვენებელი ადგილი მოეწყო რუსთაველის ქუჩაზე. განახლებული ინფრასტრუქტურა დიდად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას ქალაქში.
მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 453 705 ლარით დაფინანსდა.