მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  ივლისი  2016

    თბილისში ახალი, მინა-პლასტიკის საწარმო აშენდება

    თბილისში ახალი, მინა-პლასტიკის საწარმო აშენდება. ის ლილოს დასახლებაში განთავსდება. პროექტს „კონსტრაქტვიჟენი“ ახორციელებს. თავდაპირველად კომპანია ქართულ ბაზარზე იქნება ორიენტირებული. სამომავლოდ კი ევროპის ქვეყნებში ექსპორტსაც განახოციელებს.

    კომპანიაში განმარტავენ, რომ მასალა, რომელსაც გამოიყენებენ, მისი დაზიანება რთულია. ამიტომ მას მრავალმხრივ მოიხმარენ. მინა-პლასტიკა წარმატებით გამოიყენება როგორც მელიორაციაში, ისე სამხედრო თვითმფრინავებისა თუ სპორტული ავტომობილების დამზადებისას. კომპანია ,,კონსტრაქტვიჟენს” მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 700 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა. საწარმოში მინიმუმ 70 ადამიანი დასაქმდება. ამასთან, საწარმო ოცამდე ყოფილ პატიმარს დაასაქმებს. საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.


პარტნიორები