სიახლეები
-
31 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით 31 ივლისს, თბილისში, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი - ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით - ორმხრივად დაიკეტა.
18:00 საათიდან რუსთაველის გამზირი დაიკეტება ერთი მიმართულებით - თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. ასევე, სრულად დაიკეტება ვარდების მოედანი. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის გავლით სასურველი მიმართულებით.