სიახლეები
-
28 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
"ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე შექმნილი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel 25 აგვისტოს გაიხსნება
"ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე შექმნილი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel -ი 25 აგვისტოს გაიხსნება. "ისარელი-საქართველოს" ბიზნეს პალატაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შენობაში კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია ინვენტარის და ავეჯის შეტანა. მათივე თქმით, სასტუმროს გახსნა განსაკუთრებული ცერემონიით მოხდება, თუმცა დეტალებს ამ ეტაპზე არ ახმაურებენ. სასტუმროს გახსნას ოფიციალური პირებიც დაესწრებიან.
სასტუმროს პროექტი ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება და დიზაინი ბიზნეს-პალატამ კონკურსის შედეგად შეარჩია.
სასტუმრო თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, იდეის მიხედვით შენობის დიზაინი უნდა დაეფუძნოს „ვეფხისტყაოსანს", ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებული უნდა იყოს ციტატები პოემიდან სამ - ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ნომრების დიზაინი კი პოემის სიუჟეტის მიხედვით უნდა შეიქმნას. სასტუმროს ფოეიეში ძველი წიგნებით ბიბლიოთეკაც მოეწყობა.
სასტუმრო ბუტიკის ტიპის, 4-5 ვარსკვლავიანია და ძირითადად ისრაელიდან ვიპ-ტურებზე იქნება გათვლილი. იგი 15-ნომრიანი იქნება, მშენებლობის პროცესში 30 ადამიანი დასაქმდება, გახსნის შემდეგ კი 20 ადამიანი. პროექტში ინვესტიციის სახით 5 მილიონი დოლარი ჩაიდება."კომერსანტი"