სიახლეები
-
27 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
NDI: თბილისის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი გარემოს დაბინძურებაა
NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი გარემოს დაბინძურებაა.
კითხვაზე რა არის კეთილმოწყობასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თქვენს ქალაქში, გამოკითხულთა 38%-მა გარემოს დაბინძურება დაასახელა, 24%-მა კი საგზაო მოძრაობა. ასევე, გამოკითხულთა 26%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარკირების საკითხია, 21%-სთვის კი სუფთა ქუჩები.
„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.