მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ივლისი  2016

    თამარ მეფის ხიდთან სასტუმრო "კიპარისი" შემოდგომაზე გაიხსნება

    თამარ მეფის ხიდთან ახალი სასტუმრო „კიპარისი" შემოდგომაზე გაიხსნება. ამ ეტაპზე შენობის ფასადზე მიდის მუშაობა და პარალელურად დაწყებულია სარემონტო სამუშაოები შიდა პერიმეტრზე. ბუტიკის ტიპის სასტუმროს პროექტი დეველოპერულ კომპანიას „არქიტექტურის ლაბორატორია N3" ეკუთვნის, დამკვეთი „ჯიდი ჰოტელ გრუპია“, რომელიც „ჯიდი ჯგუფის" შემადგენლობაშია.

    როგორც „კომერსანტთან" საუბრისას კომპანიაში აცხადებენ, „კიპარისის" გახსნა ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოებმა მეტი დრო მოითხოვა და სასტუმროს გახსნა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში მოხდება. „კიპარისი" დიზაინერული სასტუმროა, რომელსაც სტანდარტიზებული ვარსკვლავები არ ექნება.

    სასტუმრო „კიპარისის" მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო.. შენობაში 40 ნომერი განთავსდება და ჯამში 80 ადამიანზე იქნება განსაზღვრული.

    კომპანიაში განმარტავენ, რომ სასტუმროს სახელწოდება შენობის გარშემო მდებარე კვიპაროსებიდან მოდის. ტერიტორიაზე არსებული კვიპაროსები შენარჩუნებულია და სასტუმრო მის გარშემოა აშენებული.

    ინვესტიციის ოდენობა არ კონკრეტდება.

    “ჯიდი ჯგუფში“ რამდენიმე კომპანიაა გაერთიანებული. მათ შორის მომხმარებლისთვის ყველაზე ცნობილი „ჯიდი ალკოა", რომელიც ბაზარზე „ვისკის სახლებითაა" წარმოდგენილია. 


პარტნიორები