მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ივლისი  2016

    ბაზალეთის ტბის სანაპიროზე პრემიუმ კლასის სასტუმრო Griff Inn Bazaleti გაიხსნა

    რამდენიმე დღის წინ ბაზალეთის ტბის სანაპიროზე ახალი, პრემიუმ კლასის სასტუმრო Griff Inn Bazaleti გაიხსნა.

    თბილისიდან 40 კილომეტრით დაშორებული და ზღვის დონიდან 879 მეტრ სიმაღლეზე მდებარე დასასვენებელი კომპლექსი საცურაო აუზით, ღია და დახურული ბარებით, ტერასა ტბის ხედით, კონდიციონერებითა და გათბობის სისტემით აღჭურვილი სასტუმროს ნომრები დამსვენებლებს უკვე ელოდება.

    როგორც სასტუმროს დირექტორმა გია ძლიერიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, პროექტში 800 ათასი დოლარი ჩაიდო და ეს სრულად ქართული ინვესტიციაა. ამ ეტაპზე კომპლექსში 14 ნომერი ფუნქციონირებს. ფასები ორი პერსონისთვის 120 ლარიდან იწყება და 240 ლარამდე ადის (ფასში საუზმეც შედის).

     

    ოფიციალური გვერდი: http://www.griffinn.ge/

    https://www.facebook.com/GriffInnBazaleti/

    Tel: (+ 995 ) 591 91 99 77


პარტნიორები