სიახლეები
-
სპორტის სასახლესთან 17 სართულიანი კომპლექსის "ინსი თაუერის" მშენებლობა 2017 წელს დასრულდება
სპორტის სასახლესთან, კოსტავას ქუჩაზე კომპლექსის „ინსი თაუერის“ მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. კომპლექსი 17 სართულიანი იქნება და მასში საცხოვრებელი და კომერციული ფართები განთავსდება. როგორც კომპანიაში განუცხადეს, მათ სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვთ და საცხოვრებელ სახლში ფართების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
სამშენებლო კომპანია შპს ინ-სი თაუერი 2007 წლიდან აწარმოებს სამშენებლო სამუშოებს.





