მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ივლისი  2016

    ფოთი-სარფის 5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებმა, დიდი საცობი წარმოქმნა

    საგზაო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია კვირას საღამოს ფოთი-სარფის 5-კილომეტრიანი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებმა.

    როგორც "ბიზნესკონტაქტს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, სამუშაოები გეგმიური იყო და 5-კილომეტრიანი გზაზე მდებარე ხიდი გზის საფარის აუცილებელ დაგებას მოითხოვდა.

    ტურისტული სეზონის და ასევე ბათუმში მიმდინარე ჯაზ-ფესტივალის გათვალისწინებით, გზაზე ავტომობილების გადაადგილება ინტენსიური იყო და შეფერხებამ ავტომობილების მფლობელთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მგზავრები, გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ისეთ დროს წარმოებას ურჩევენ, როდესაც მოძრაობის ინტენსივობა ნაკლებია.


პარტნიორები