სიახლეები
-
23 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ჩინური ინვესტიციით ქურთუკების საწარმოს მშენებლობაზე, ხელშეკრულება მომავალ კვირას გაფორმდება
საპარტნიორო ფონდი ვიცე-პრემიერ დიდმიტრი ქუმსიშვილთან ერთად 25 ივლისს ოფიციაური ვიზიტით ჩინეთში, ძიანგსის პროვინციაში მიემგზავრება, სადაც ხელი მოეწერება საქართველოში ქურთუკების ძალიან დიდი საწარმოს მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
"ეს ჩვენი ერთ-ერთი ახალი პროექტი იქნება. მათი მოთხოვნაა, რომ ეს იყოს თბილისთან ახლოს, თუმცა ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ ზღვასთან ახლოს იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩინეთში ვიზიტისას შევთანხმდებით", - ახადებს დავით საგანელიძე.
საქართველოში ჩინეთის ძიანგისის პროვინციის მთავრობისა და ბიზნესის დელეგაცია ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. შეხვედრები გაიმართა ეკონომიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდთან, სადაც გადაწყდა, რომ ჩინური მხარე საქართველოში ქურთუკების ქარხანას ააშენებს. წინასწარი პროექტით, საწარმო რუსთავის მახლობლად აშენდება და ის პროდუქციას უცხოური ბრენდებისთვის დაამზადებს.