სიახლეები
-
22 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ესპანეთში უძრავი ქონების გაყიდვის „გიჟური დღეები“ დაიწყო
ესპანეთის სიდიდით მეოთხე ბანკმა Bankia–მ გასაყიდად გამოიტანა უძრავი ქონების 7 ათასი ობიექტი 40%–იანი ფასდაკლებით. შეთავაზებას „გიჟური დღეები“ ეწოდება და 2016 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ბანკი ყიდის 5,9 ათას საცხოვრებელ ობიექტს და 950 კომერციულ უძრავ ქონებას – მაღაზიებს, ოფისებს, საწყობებს და ა.შ. პირველი სეგმენტი მოიცავს როგორც სანაპიროზე, ისევე სხვადასხვა ქალაქში, განსხვავებული მასშტაბის ობიექტებს. ობიექტების უმრავლესობა – როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული – ვალენსიასა და კატალონიაში მდებარეობს.
კანარის კუნძულებზე 250 საცხოვრებელი ობიექტი იყიდება.
Bankia რეგულარულად, საშუალოდ ნახევარ წელიწადში ერთხელ აწყობს უძრავი ქონების გაყიდვას. ესაა როგორც გირაოს სახით ჩადებული, ისე კლიენტის გადაუხდელი ვალის გამო ფინანსური ჯგუფის მიერ მისაკუთრებული უძრავი ქონება.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების სიჭარბის გამო ესპანეთის ზოგიერთი დეველოპერი გამოდის წინადადებით, სახლების ნაწილი დაინგრეს, რათა ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის აღდგენა დაჩქარდეს.