მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  ივლისი  2016

    „ის, რასაც 31 ივლისს ნახავთ, არასდროს დაგავიწყდებათ“ – სასტუმრო „მილენიუმის“ გახსნის ცერემონიას მსოფლიო მედია გააშუქებს

    31 ივლისს თბილისში „მილენიუმის" 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის მასშტაბური ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროს მშენებელი კომპანიის „დაბი ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა სემი ედუარდმა განუცხადა და ღონისძიების რამდენიმე დეტალიც გაამჟღავნა: გახსნის ცერემონია დუბაის ცნობილი ცათამბჯენის ბურჯ ხალიფას გახსნის ცერემონიის მსგავსი იქნება, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკებით იყო გამორჩეული. ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიო მედიის – ბიბისის, სიენენის, სქაი ნიუსის წარმომადგენლები, სტუმრები და ვიაიპი პერსონები მთელი მსოფლიოდან.

    ედუარდის თქმით, გახსნის ცერემონია 2 მილიონი დოლარი დაჯდა და მასზე გერმანელი, იტალიელი და არაბი სპეციალისტები ახლაც მუშაობენ.

    ცერემონია 3 საათს გასტანს და მისი ორგანიზატორები თბილისს დაუვიწყარ სანახაობას პირდებიან.

    „ის, რასაც 31 ივლისს ნახავთ, არასდროს დაგავიწყდებათ, იქნება ფეიერვერკები, სამი დე სანახაობა, ლაივ ტრანსლაცია, ამას იხილავს უამრავი ადამიანი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში 3–4 დღით ჩამოდიან,“ – განუცხადა სემი ედუარდმა „კომერსანტს.“

    მისი თქმით, სასტუმროში დიდი რაოდენობით ჯავშანი უკვე გაკეთებულია, რეზერვაციებია მიღებული მათ შორის დუბაიდან, აბუდაბიდან, ბაჰრეინიდან.

    სემი ედუარდის თქმით, პარალელურად მთავრობასთან, პრემიერის ოფისთან მიდის სასტუმროს გახსნის ცერემონიის შეთანხმება, რადგან ედუარდის განცხადებით, „ეს იქნება საერთაშორისო მოვლენა."

    რაც შეეხება კაზინო ოპერატორს, მას კომპანია ერთი კვირის ვადაში შეარჩევს და გახსნის ცერემონიისთვის ეს ცნობილი გახდება.

    სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. "მილენიუმ ბილთმორის" ასეთი სასტუმრო დღეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორიაშია.

    სასტუმრო „მილენიუმთან" ერთად იგეგმება „იმელის" რესტავრირებული შენობის გახსნაც.

    „დაბი ჯგუფის" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს სხვა სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკება. პროექტები ძირითადად უძრავი ქონების სექტორში იქნება.

    ცნობისთვის: ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა დუბაიში 2010 წლის 4 იანვარს გაიხსნა და მას საემიროების მმართველები ესწრებოდნენ. სანახაობა ძალიან შთამბეჭდავი იყო ფოიერვერკებისა და სინათლის შოუს მონაწილეობით.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის „მილენიუმი“ თავისი არქიტექტურის გამო საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს. 


პარტნიორები