მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივლისი  2016

    დედოფლისწყაროში გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ამ დროისთვის 7-კილომეტრიან სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს, იტყობინება უწყება.

    სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

    რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სახიდე გადასასვლელისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, მძღოლთა სრულყოფილი ორიენტაციის მიზნით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდერების მოწყობა, მიმმართველი ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

    პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2,6 მლნ ლარია.


პარტნიორები