სიახლეები
-
ბაკურიანი 10 საუკეთესო საზაფხულო მიმართულებებს შორის დასახელდა
ბაკურიანი რუსული Forbes-ის 10 საუკეთესო საზაფხულო მიმართულებებს შორის მოხვდა. გამოცემა წერს, რომ მოსკოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა საშუალოდ 30 000 რუბლი ჯდება, ბაკურიანის სასტუმროში განთავსება კი 18 000 რუბლი.
სტატიის ავტორი წერს, რომ ბაკურიანი აქტიური დასვენებისთვის საჭირო ბევრ შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის არის ალპინიზმი, რაფტინგი, პარაპლანით ფრენა, თევზაობა, ნადირობა.
გამოცემამ რეიტინგი RoomGuru.ru–სთან ერთად, მომხმარებელთა გამოკითხვის გზით შეადგინა.ათეულში მოხვდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, შვეიცარიის კურორტები.




