სიახლეები
-
21 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს
საკონსულტაციო კომპანია Capgemini-ის ანგარიშში World Wealth Report მონაცემების მიხედვით, მილიონერი მოსახლეობის 60%, მსოფლიოს ოც ქვეყენაში ცხოვრობს.
რეიტინგის მიხედვით, მაღალი შემოსავლების მქონე პირად ის ადამიანი განისაზღვრება, რომელსაც "საინვესტიციო აქტივები მინიმუმ 1 მილიონი დოლარი ან მეტი აქვს, გარდა პირველადი საცხოვრებლისა და ასევე საკოლექციო და საყოფაცხოვრებო ნივთებისა“.
ათეული შემდეგია:
1. აშშ - მილიონერთა რაოდენობა: 4 458 000
2. იაპონია - მილიონერთა რაოდენობა: 2 720 000
3. გერმანია - მილიონერთა რაოდენობა: 1 199 000
4. ჩინეთი - მილიონერთა რაოდენობა: 1 034 000
5. დიდი ბრიტანეთი - მილიონერთა რაოდენობა: 553 000
6. საფრანგეთი - მილიონერთა რაოდენობა: 523 000
7. შვეიცარია - მილიონერთა რაოდენობა: 358 000
8. კანადა - მილიონერთა რაოდენობა: 321 000
9. ავსტრალია - მილიონერთა რაოდენობა: 234 000
10. იტალია - მილიონერთა რაოდენობა: 229 000