მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ივლისი  2016

    რატომაა თბილისში აუზების დეფიციტი?

    ზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისში აუზებზე მოთხოვნამ მკვეთრად იმატა, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა სეზონურ მოთხოვნას ვერ პასუხობს.

    პრობლემა განსაკუთრებით შაბათ-კვირის დღეებში მწვავდება.

    კომერსანტის" მიერ გამოკითხული რამდენიმე საცურაო აუზის წარმომადგენელი აცხადებს, რომ წელს თბილისის საცურაო აუზებზე კლიენტთა რაოდენობამ იმატა. აუზებზე ერთჯერადი შესვლის ფასი კი 30-დან 99 ლარამდე მერყეობს.

    „ოლიმპიური აუზის" მენეჯერი მარი მაჭარაძე ამბობს, რომ ობიექტი საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით დასვენების დღეებში. მისი თქმით, შაბათ-კვირას ხშირ შემთხვევაში თავისუფალი ადგილის მოძებნა საკმაოდ პრობლემურია.

    რაც შეეხება ფასებს, მაჭარაძე ამბობს, რომ „ოლიმპიურ აუზში" დასვენების მსურველებს სთავაზობენ როგორც ერთჯერადი შეთავაზების, ისე აბონემენტს. მაგალითად, ულიმიტო დროით სარგებლობა 30 ლარი ღირს.


    მაჭარაძე ამბობს, რომ აუზს ყველა ტიპის ვიზიტორი ჰყავს, მათ შორის არიან ბავშვები, გარუჯვის მოყვარული ახალგაზრდები და სპორტსმენები. მისი ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ აუზი ამერიკის საელჩოს მიმდიარე ტერიტორიაზეა, ობიექტს საკმაოდ ბევრი უცხოელიც სტუმრობს.

    მაჭარაძე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დღეს საკმაოდ ბევრი გასართობი ცენტრი და აუზია, მათგან ოლიმპიურ სტანდარტს „ლაგუნა ვერეს" შემდეგ მხოლოდ „ოლიმპიური აუზი" აკმაყოფილებს (იგულისხმება აუზის ზომები). მისი თქმით, დღეს აუზის შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. „შენახვა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ის ყოველდღიურად გაფილტვრას, დალაგებას და გასუფთავებას მოითხოვს. შედეგად, ბიზნესის კუთხით ეს სფერო სარისკოა. დიდი რისკია რომ მოგებაზე ვერ გახვიდე, საკმაოდ სარისკო ბიზნესია"-აცხადებს მაჭარაძე.

    საკმაოდ დიდ მოთხოვნაზე საუბრობენ „ჯინო პერადაისშიც" . მათი ინფორმაციით, წელს კომპლექსში ბევრი რამ გაუმჯობესდა, მათ შორის კვების ობიექტების ხარისხი, ასევე მოხდა ფასების დიფერენცირება, შედეგად, მათი განცხადებით, ხშირად შაბათ-კვირის დღეებში თავისუფალი ადგილი თითქმის არ რჩება.

    „ვთვლი, რომ ბაზარზე ამ ეტაპზე ერთადერთი ვართ, ვისაც დამსვენებლებისთვის კომპლექსური მომსახურების შეთავაზება შეგვიძლია. ჩვენ ვართ აუზი, სპა ცენტრი, აკვაპარკი. რაც შეეხება დატვირთვას, იმდენ მომხმარებელს ვიღებთ, რამდენის საშუალებაც გვაქვს. შაბათ-კვირას მაქსიმალურად დატვირთულები ვართ"-აცხადებენ „ჯინო პერადაისში" .

    მათივე ინფორმაციით, „ჯინო პერადაისში" სამუშაო საათებში დასვენება 39 ლარი, შაბათ-კვირას კი 49 ლარი ჯდება. შეთავაზებაშია ვიპ პაკეტიც, რომლის ფასი 79-99 ლარს შეადგენს. ამაში კი შედის საუნები, სპა-კომპლექსი და აკვაპარკი. როგორც კომპანიაში ამბობენ, დღესდღეობით ვიპ პაკეტი ნაკლებად მოთხოვნადია.

    არც თუ კარგ სეზონზე საუბრობს კრწანისის რეზიდენციის აუზის წარმომადგენელი ანუკი ბერიძე. მისი განმარტებით, გასულ კვირებში არსებული წვიმების და ცუდი ამინდების გამო აუზს ბევრი სტუმარი არ ჰყოლია, დღეს კი ხალხი უკვე დასასვენებლად მიდის. მიუხედავად ამისა, შაბათ-კვირის დღეებში ხშირად არის ისეთი სიტუაცია, როდესაც აუზზე თავისუფალი ადგილები არ რჩება.

    ბერიძის თქმით, კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზზე კვირის დღეების მიხედვით განსხვავებულია შესვლის ფასიც. ერთჯერადად შესვლა შაბათ-კვირას აქ 40 ლარი ჯდება, კვირის სხვა დღეებში კი 30 ლარი.


პარტნიორები