მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ივლისი  2016

    2017 წლიდან ტურისტულ მარშრუტებს დაშბაშის კანიონიც დაემატება

    2017 წლიდან საქართველოს კიდევ ერთი განვითარებული კანიონი ექნება. საუბარია წალკაში, დაშბაშის კანიონზე. როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, კანიონი ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს, შედეგად, მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც პარკის კეთილმოწყობა და იქ ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, ისე კანიონის ინფრასტრუქტურის განვითარება.

    მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კანიონში არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, თუმცა, მისასვლელი ბილიკი მოწესრიგებულია. მათი ინფორმაციით, მომავალ წელს ტურისტულ მარშრუტებს დაშბაშის კანიონიც დაემატება.

    მათივე განცხადებით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი, „კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში ახორციელებს ალგეთის ეროვნული პარკის შესწავლას, თუ რა მიმართულებით იქნება მისი განვითარება, როგორ უნდა მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. სააგენტოში ამბობენ, რომ შესაბამისი დასკვნის შემდეგ უკვე განისაზღვრება პროექტის ბიუჯეტიც.

    საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ დაშბაშის კანიონი ამ დროისთვის ხელმწისავდომია ტურისტებისთვის და საკმაოდ მოთხოვნადიც არის.

    დაშბაშის კანიონი სამხრეთ საქართველოში, წალკაში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს. ის ბუნების ძეგლს წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე. კანიონის სიგრძე 8 კმ-ს აღწევს, არის ზომიერად ნოტიო ჰავა. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა -4 -6, ხოლო ივლისის - +16+18 გრადუსია.

    აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა 2 კანიონში -ოკაცეს (ხონის რაიონი) და მარტვილის (მარტვილის რაიონი)კანიონებშია მოწყობილი.

     

     

     


პარტნიორები