სიახლეები
-
12 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ლაშა პაპაშვილი თავისუფლების მოედანზე ბიზნესცენტრს ხსნის
თავისუფლების მოედანზე „რედიქსის" ბიზნესცენტრი სექტემბრისთვის გაიხსნება. პროექტში უძრავი ქონების „რედიქსმა" 20 მილიონი ლარი ჩადო. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა.
ბიზნესცენტრი თბილისის საკრებულოს გვერდით მდებარე შენობაში, ტაბიძის პირველ ნომერში გაიხსნება.
როგორც ლაშა პაპაშვილი განმარტავს, ბიზნესცენტრი A კლასის იქნება და მას სხვა ცენტრებისგან მაღალი სტანდარტები გამოარჩევს. მისი თქმით, ბიზნესცენტრში გათვალისწინებულია ყველანაირი სტანდარტი დაწყებული დათბუნებიდან და ერთ კვადრატულ მეტრზე ჰაერის მოცულობიდან, ალტერნატიული კვების ობიექტით დასრულებული.ბიზნესმენის თქმითვე, საქართველოში უძრავი ქონების მსოფლიო ბრენდი შემოდის. მისი ინფორმაციით, კომპანია ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიო მოთამაშეა უძრავი ქონების ბაზარზე, ძირითადად კი ოფისების მიმართულებით.
როგორც ბიზნესმენი ამბობს, ახალი კომპანია „რედიქსის" მიერ აშენებულ ბიზნესცენტრში ქირაობს ფართს. ხელშეკრულება მხარეებს შორის რამდენიმე დღეში უნდა გაფორმდეს, სწორედ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აპირებს ბიზნესმენი კომპანიის სახელის გახმაურებას.
მისი თქმით, უკვე წელიწადზე მეტია უძრავი ქონების მსოფლიო ბრენდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
უძრავი ქონების ორი საერთაშორისო კომპანია საქართველოში უკვე ოპერირებს, ესენია Colliers International და Cushman & Wakefield.