სიახლეები
-
12 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
რუსთავში "თეთრი ქუდის" საწარმოს მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება
რუსთავში „თეთრი ქუდის“ ახალი საწარმოს მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. ადგილზე 40 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ვანო იოსელიანმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, რუსთავის საწარმოს ამოქმედების შემდეგ, კომპანია იმპორტირებული პროდუქციას სრულად ქართულით ჩაანაცვლებს.
"წელიწადში დაახლოებით 3 მილიონის ღირებულების პროდუქციის ჩანაცვლებას ვგეგმავთ, რაც გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას და გაგვიმარტივებს ლოჯისტიკას“, - ამბობს იოსელიანი.
"თეთრი ქუდის" პროდუქცია ამ ეტაპზე სომხეთსა და დუბაიში იყიდება, ხოლო ზამთრიდან კი მისი ექსპორტი კატარშიც იგეგმება.
"აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. დავასრულეთ პროდუქციის სერტიფიცირება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშრისო სტანდარტებს. ბარიერი რაც ხარისხობრივ მაჩვენებლებს შეეხება სრულად მოხსნილია“.
კომპანია ამ ეტაპზე ევროპის ბაზარზე შესვლას არ განიხილავს. ვანო იოსელიანი ამბობს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებთან კონკურენციის გაწევა რთული იქნება.
"ევროპაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა მწარმოებლებს შორის, რაც ჩვენ არ გვაგდებს კონკურენტულ პირობებში. ლოგისტიკა საკმაოდ რთულია ევროპაში, მოგეხსენებათ სოკო მალფუჭებადი პროდუქციაა, უნდა ძვირადღირებული გადაზიდვები, რაც ზედმეტ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და შესაბამისად ადგილობრივ ბაზარზე ფასწარმოქმნას კონკურენტულს არ ხდის. ევროპული ბაზარი ჩვენთვის მიმზიდველი არაა.
რაც შეეხება აზიურ ბაზარს, იქ წარმობა საკმაოდ ძვირია და უმეტესად იმპორტ დამოკიდებული ქვეყნებია, სადაც შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია სხვა მწარმოებლებს“, - ამბობს იოსელიანი.