მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  ივლისი  2016

    DIRSI MEDIA CUP - დირსიმ ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლა

    ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, „დირსისა“ და რადიო “Jako FM”-ის ორგანიზებით, დირსის საფეხბურთო სტადიონებზე გაიმართა. მონაწილეობა „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მაესტროს“ , „იბერიას“ , „TV პირველის“ , “GDS”-ის , „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „პალიტრა TV“-ის გუნდებმა მიიღეს.


    დაძაბულ ტურნირში გამარჯვება საზოგადოებრივ მაუწყებელს ერგო. გამარჯვებული გუნდის თითოეულმა წევრმა, დირსისგან, ბათუმში ორკაციანი დასვენების საგზური მიიღო. მეორე ადგილის მფლობელი „რუსთავი 2“ გახდა, რომლის გუნდის წევრებს Macy Gray & Prodigy at Black Sea Jazz Festival -ის ორ-ორი ბილეთი გადაეცათ, მესამე ადგილზე გასული "GDS"-ის ფეხბურთელებმა კი იმავე კონცერტზე დასასწრები თითო ბილეთი მიიღეს.

    გათამაშების ბომბარდირს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფეხბურთელს ოთარ აბრამიშვილს, რომელმაც 13 გოლი გაიტანა, პრიზად „ციკოლიას“ საათი გადაეცა.

    ჩემპიონატი წელს პირველად გაიმართა.

    დირსი მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას შემოგთავაზებთ.

    დირსი - ახალი ქალაქი ძველ ქალაქში!

    http://thouse.ge/company/dirsi

     

     

     


პარტნიორები