მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  ივლისი  2016

    ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა

    ფოთს ქარბორბალამ გადაუარა. ქალაქში ძლიერი ქარი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც დანელიას ქუჩაზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის სახურავები დაზიანდა.
    შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ვითარებას გაეცნენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ განუცხადა, ზარალის დამთვლელი კომისია მერიაში უკვე შექმნილია. მისივე ინფორმაციით, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის შემდეგ მოხდება ანაზღაურება.

     

     

     

     


პარტნიორები