სიახლეები
-
09 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ამ წუთებში ადიდებულმა მდინარემ სახიდე გადასასვლელებს მიწა გამოაცალა
ოზურგეთის სოფლებში სილაურსა და ჯუმათში ადიდებულმა მდინარემ სახიდე გადასასვლელებს მიწა გამოაცალა. დაიტბორა საყანე ფართობები. სოფელ სილაურში ბადრი ხელაძის ოჯახს დატბორვა ემუქრება. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა და სამაშველო სამსახური. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა