სიახლეები
-
08 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
კომპლექს Krtsanisi Residence–ში მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება
კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე, ბრიტანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის და გერმანიის საელჩოების მიმდებარედ საცხოვრებელი კომპლექსი შენდება.
ექსკლუზიურად შერჩეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და უნიკალური კლიმატი ქალაქში ცხოვრების სტილის ახალ სტანდარტს ჩამოაყალიბებს. დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას დეველოპერული კომპანია „ურბან დეველოპმენტი" უზრუნველყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქალაქში არსებული ატმოსფერული დაბინძურების უკიდურესად მაღალი მაჩვენებლის ფონზე შერჩეულ იქნა თბილისის ერთ-ერთი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ლოკაცია Krtsanisi Residence - ის პროექტის განსახორციელებლად.
პროექტი გამოირჩევა მშვიდი და უსაფრთხო გარემოთი, ინტენსიური გამწვანებით, საზაფხულო ფართების სიუხვით. მოხდა 26 ათასი კვადრატული მეტრისათვისება, საიდანაც 60% რეკრეაციულ ზონას ეთმობა. "ურბან დეველოპმენტში" აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილებით ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება.
Krtsanisi Residence-ი აერთიანებს შეზღუდული რაოდენობის, გამორჩეული დიზაინის ვილებს, ლოფტებსა და თაუნჰაუსებს.