მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ივლისი  2016

    შიდა ქართლში 15 ჰექტარზე ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

    შიდა ქართლის მცხოვრებმა კონსტანტინე დავითაშვილმა აგოპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

    სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა გიორგი ბუგიანიშვილმა, შიდა ქართლში, ქარელის რაიონის სოფელ აფნისში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, კონსტანტინე დავითაშვილის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერეს. კონსტანტინე დავითაშვილი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 15.1 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 68 040 ლარი - ნერგებზე, ხოლო 31 960 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

    შიდა ქართლში - გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში - 603 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი 1470 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7.7 მილიონ ლარს აღემატება. 

     


პარტნიორები