მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  აპრილი  2023

    ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაძვირდა - რა შეფასებებს აკეთებენ კერძო აგენტები

    უძრავი ქონების ფასი პროგრესულად იზრდება მათ შორის ბათუმშიც, რასაც სამი ფაქტორი განაპირობებს. ესენია: მოთხოვნის ზრდა, ინფლაცია და რეგულაციები“ - ამის შესახებ „Thouse.Ge“ რამოდენიმე უძრავი ქონების სააგენტოს დაუკავშირდა

    New Home Batumi“ დამფუძნებელი სალომე კვიჭიძე

    მისი თქმით, ბინებზე მოთხოვნის ზრდამ ერთგვარი პანიკაც გამოიწვია იმაზე, რომ შესაძლოა ბინებზე დეფიციტი შეიქმნას. ასევე რუსეთ - უკრაინის ომის შემდეგ განსაკუთრებით ყიდულობენ აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსულები. ფასების ზრდამ პრობლემა შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას, როგორც ადგილობრივებს, ასევე ემიგრაციაში მყოფს ქართველებს. ფასების ზრდის ფონზე ვერ ყიდულობს საქართველოს მოქალაქე. 
    რაც შეეხება ბინებზე მოთხოვნები რომელიც  2022 წელს იყო, შემცირებულია. ასევე შემცირებულია ძველ კორპუსებზე მოთხოვნა, ახალ აშენებულ ან მშენებარე კორპუსების გაზრდილ ფასებს კი ვერ ეგუება საქართველოს მოსახლეობა. ბინა რომელიც 2021 წელს 450$ ად იყიდებოდა ბაგრატიონის ქუჩაზე, დღეს 1100$ ღირს თეთრი ან შავი კარკასის კონდიციით.

    უძრავი ქონება ბათუმში ძალიან არის გაძვირებული საუბრობს Allbatumi.ge ის დამფუძნებელი ალექსანდრე სხულუხია,
    უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, თუმცა სამწუხაროდ ვერ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ისეთ ასარჩევ ვარიანტებს რომ მოხდეს სრულყოფილად დაკმაყოფილება მოთხოვნის. თუ პირობითადად 1 წლის წინ იყო ასარჩევად ვარიანტები, დღეს შეიძლება ფასიდან გამომდინარე მოუწიოს კლიენტს 2 -3 ვარიანტიდან არჩევა. 
    ფასები გაზრდილია როგორც ზღვის პირველ ზოლში, ასევე ზღვიდან 1 კილომეტრშიც. არ შემიძლია წინასწარ ვთქვა რა იქნება ხვალ, მაგრამ ნათელია რომ, ზღვის პირველი ზოლი სრულად ათვისებულია და თუ ზღვიდან მოშორებით ფასები დღეის მდგოამრეობით გაიზარდა, არამგონია რომ უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზარდოს, რასაც ვერ ვიტყვი ზღვის პირველ ზოლზე, სადაც ფასები კიდევ ჩემი აზრით მოიმატებს.

     

     

     



     

    ტეგები


პარტნიორები