მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ნოემბერი  2022

    ბათუმის საკრებულომ „ოცნების ქალაქის“ განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცა

    ბათუმის საკრებულომ „ოცნების ქალაქის“ პროექტის მეორე ეტაპის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა. როგორც აჭარის სინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდება.



    პროექტის ახალი ეტაპი უკვე მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.


    „ოცნების ქალაქში“ დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში ასევე საპარკინგე ზონა, სპორტული მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. პროექტი სრული ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.
     

    მეორე ეტაპი განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტის მომზადებას ითვალისწინებს.


    „ოცნების ქალაქის“ პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, სამშენებლო სამუშაოები, დასკვნით ეტაპზეა. ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელიბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა.


    „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.

     


პარტნიორები