მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  მაისი  2022

    ჩეხეთში მთის კურორტზე მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი გაიხსნა

    ჩეხეთში, „Sky Bridge-721“-ის სახელწოდებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული საფეხმავლო ხიდი გაიხსნა, რომელიც მთის ხეობებზე გადის. Reuters-ის შეფასებით, პირველი ტურისტები ხიდზე შიშსა და ადრენალინს ერთობლივად განიცდიან.

    საფეხმავლო ხიდი 721 მეტრის (2365 ფუტის) სიგრძისაა და მიწიდან უმაღლეს წერტილში, 95 მეტრის სიმაღლეზე არის დაკიდული. Sky Bridge 721-ის მშენებლობას ორი წელი დასჭირდა და 200 მლნ კრონი (8,4 მლნ დოლარი) დაჯდა. ხიდი ექვს ძირითად საყრდენ თოკსა და 60 ე.წ. ქარის თოკს უჭირავს.

     



    ის ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, პრაღიდან 200 კილომეტრში, პოლონეთის საზღვართან მდებარე კურორტ დოლნი მორავაში ორ მთის ქედს ერთმანეთთან აკავშირებს.

    ხიდი პორტუგალიის 516-მეტრიანი აროუკას ხიდზე მაღალია, რომელიც მანამდე ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდად ითვლებოდა. თუმცა, როგორც Reuters-ის წერს, ახალ ჩეხურ ხიდს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ქვეყნის ბუნების დაცვის სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა, მიხალ სერვუსმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ ხიდმა მიმდებარე ტერიტორიების დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები გამოიწვია და ტერიტორიის ხასიათი შეცვალა.

    Reuters-ის ცნობით, ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ Sky Bridge-721 რეგიონში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს და ტყის ლანდშაფტს განსხვავებულ სახეს მისცემს.
     

     

    ტეგები


პარტნიორები