სიახლეები
-
17 მაისი 2022
თქვენი რეკლამა
2022-2025 წლებში, კულტურული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მშენებლობა იგეგმება
2022-2025 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კულტურული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მშენებლობაა დაგეგმილი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„მათ შორის – აშენდება ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა. რეაბილიტირდება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, გორისა და ახალციხის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრები, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი და თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 146 მილიონი ლარია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.ტეგები