სიახლეები
-
17 მაისი 2022
თქვენი რეკლამა
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. კავკასიის უნივერსიტეტის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კავკასიის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე ყოველწლიურად 10 ადგილობრივი სტუდენტი უფასოდ მიიღებს განათლებას.
„საუნივერსიტეტო კამპუსი და სკოლა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. იფუნქციონირებს საერთაშორისო სასწავლო კურსებიც.
ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აკადემია მოსწავლეებს 2022 წლის სექტემბრიდან მიიღებს. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია სკოლამდელი, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს განახორციელებს. ასევე, აკადემიას ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა.
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე ყოველწლიურად 10 ადგილობრივი სტუდენტი უფასოდ მიიღებს განათლებას. მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება ქართულ-ამერიკულ აკადემიაშიც“, – წერს თორნიკე რიჟვაძე.ტეგები