სიახლეები
-
09 ნოემბერი 2021
თქვენი რეკლამა
ვაკის საცურაო აუზსა და „ალიანს ჰაილაინის” მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება
ჭავჭავაძის გამზირზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტი ვაკის საცურაო აუზსა და ,,ალიანს ჰაილაინის” მიმდებარედ ხორციელდება და ვერეს ხეობას გადაჰყურებს. 2 831 კვ.მ-ზე 9 სართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმება, რომლის განაშენიანების ფართობი 1351.9 კვ.მ-ია. კომპლექსის საერთო ფართობი 12 901 კვ.მ-ია. საიდანაც საცხოვრებელი ფართობი 5 083 კვ.მ-ია, საოფისე კი 1 694 კვ.მ. .საზაფხულო ფართობს 2 355 კვ.მ დაეთმობა. 2211 კვ.მ-ზე 66 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა.
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, 2019 წელს როდესაც პირველად შეთანხმდა პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ინვესტორმა მშენებლობა ვერ დაწყო. ამიტომ, მიმდინარე წლის ოქტომბერში დედაქალაქის მთავრობას მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართა. მერიამ განაცხადი დააკმაყოფილა და მშენებლობის ვადა 2023 წლის 25 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდა.
პროექტის ხელმძღვანელი თორნიკე ერგემლიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება. მისი თქმით, ეს იქნება პირადი ინვესტიციით განხორციელებული მწვანე პროექტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალით ხორციელდება.განმარტებით ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ 9-სართულიანი შენობა-ნაგებობა გარდამავალ მოცულობით როლს თამაშობს არსებულ დაბალ და ტერიტორიის სამხრეთით მშენებარე ,,ალიანს ჯგუფის“ 40-სართულიან, სასტუმროს ფუნქციის შენობებს შორის.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთი ნაწილი, დაახლოებით 1000 კვ.მ. ინტენსიურად გამწვანებულია მრავალწლოვანი წიწვოვანი ხემცენარეებით, რომელიც მოწყობილია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ, რაც საპროექტო მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტის ზღვრულ ნორმას ბევრად აღემატება. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საპროექტო მოცულობა იმეორებს ტერიტორიაზე არსებული შენობის კონფიგურაციას, რითაც მოხდა არსებული ნარგავების შენარჩუნება.განმარტებითი ბარათში წერია, რომ შენობის ამდაგვარი განთავსება მოახდენს არსებულ და მშენებარე შენობებთან სწორი სივრცეების შენარჩუნებას და ფაქტობრივად დაამთავრებს არსებულ ურბანულ ქსოვილს.
პროექტს თან ახლავს ინჟინერ-კონსტრუქტორის გაიოზ ჭანკვეტაძის მომზადებული დასკვნა, სადაც წერია, რომ სამშენებლო სამუშაოები და შენობის შემდგომი ექსპლუატაცია უარყოფითად არ იმოქმედებს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო მდგრადობასა და საიმედოობაზე. აღსანიშნავია, რომ შპს „არქჰაბის“ ექსპერტიზის ბიუროს კვლევითი პროექტის არქიტექტურულ ნაწილსაც დადებითი შეფასება ეძლევატეგები