მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ივლისი  2016

    ესპანური კომპანია რაჭაში ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას გეგმავს

    სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე მსოფლიოში აღიარებული გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი ესპანური კომპანია Relais of Termal Group-ის გენერალურ დირექტორს ფერნანდო ფრაილე გარსიას და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

    ესპანეთის დელეგაციის წევრები რაჭას საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. შეხვედრის ძირითად მიზანს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები წარმოადგენდა. გუბერნატორმა სტუმრებს მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და მათთან ერთად რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი მიმოიხილა.
    ესპანური მხარე აქცენტს უწერის საკურორტო ზონის განვითარებზე აკეთებს, რაც ბალნეოლოგიური–სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას და მის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს. 


პარტნიორები