მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  სექტემბერი  2020

    სოფელ არგვეთაში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. , პროექტი 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

    უწყების ინფორმაციით, 240 ბავშვზე გათვლილი სკოლის პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

     



    „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

     

     

    ტეგები


პარტნიორები