მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  მაისი  2020

    „ორბი ჯგუფმა“ თბილისის ცენტრში თაუერების მშენებლობის ნებართვა მიიღო

    ყაზბეგის გამზირზე 38 სართულიან თაურების მშენებლობა დაიწყო. ამის შესაბებ კომერსანტს „ორბის“ დირექტორმა ირკლი კვერღელიძემ განუცხადა. სამშენებლო ნებართვა, რომელსაც „ორბი ჯგუფი” და „ბლოკ ინვესტი” წლების განმავლობაში მთავრობისგან ელოდა გაცემულია.



    პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონ დოლარს შეადგენდა და გეგმის მიხედვით, 120 ათას კვადრატული მეტრზე უნდა განთავსებულიყო. როგორც „ორბის“ დირექტორი ირკლი კვერღელიძე აცხადებს, საინვესტიციო ღირებულება გაიზარდა და ის 140 მლნ. დოლარზე მეტს შეადგენს, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თანხას კვერღილაძე ვერ ასახელებს. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ახლა კომპლექსის ფუნდამენტის სამუშაოები მიმდინარეობს.

     




    „ყაზბეგის თაურებზე მთავრობის ნებართვა მივიღეთ, ახლა აქტიურად ფუნდამენტის სამუშაოები მიმდინარეობს. ბუნებრივია პანდემიამ ამ შემთხვევაშიც გავლენა მოახდინა ვადებზე. ეტაპობრივად ყველა საქმე სისრულეში მოვა, ახლა საერთაშორისო ტენდერი ცხადდება შესასრულებელ სამუშაოებზე, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა ოპერატიულად განვაახლებთ მშენებლობას. პროექტი სრულად დაწყებიდან 20 თვეში დასრულდება. “-აცხადებს ირაკლი კვერღილაძე.



    „ორბის“ დირექტორის თქმით, უცვლელია ყველა კომპანია, რომლებიც „ყაზბეგი თაუერის“ მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც კვერღილაძე განმარტავს პროექტი სრულად ქართული კაპიტალით ხორციელდება.



    „ყველაფერი უცვლელია ის კომპანიები რომლებთანაც ვთანამშრომლობდით მათთან ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება საერთაშორისო ჩართულობას, ოპერირების ნაწილში რამდენიმე საერთაშორისო კლიენტთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და შერჩევის პროცესი უახლოესს მომავალში დასრულდება“-განაცხადა ირაკლი კვერღილაძემ.



    შეგახსენებთ, რომ „ორბი ჯგუფი” ყაზბეგის თაუერების დაწყებას ჯერ კიდებ 2016 წელს გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელბა მშენებლობის ნებართვის არ ქონის გამო გაჭანურდა. 

     

    ტეგები


პარტნიორები