მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  თებერვალი  2020

    რაჭაში, სოფელ უწერაში 2020 წლის მაისში ახალი სასტუმრო გაიხსნება

    რაჭაში, სოფელ უწერაში სასტუმრო 2020 წლის მაისში გაიხსნება. საოჯახო სასტუმრო, რომელიც 36 სტუმარს დაიტევს 1500 კვ. მეტრზეა განთავსებული.


    სასტუმროს ინეტერიერის დიზაინზე studio168-მა იზრუნა. სასტუმრო კი მოიცავს, როგორც დახურულ აუზს, ლაუნჯსა და საპარკინგე ზონას, ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შეხვედრების ოთახით, ან დაჯავშნონ მათთვის სასურველი ნომერი, ლუქსი, საჯახო ან სტანდარტული ტიპის ოთახი.


    „კომერსანტთან“ მთავარმა არქიტექტორმა და სასტუმროს ერთ-ერთმა მეპატრონემ შოთა საგანელიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობა ნოლიდან დაიწყეს და სხვა შენობის რესტავრაცია არ დასჭირვებიათ, თუმცა მშენებლობის დეტალების გარკვევისას ინვესტიცია არ დაუსახელებია.


    „რაც შეეხება ნომრის ღირებულებას ჯერ ვერ ვაკეთებთ კომენტარს, რადგან მშენებლობის საბოლოოდ დასრულებას ველოდებით, მერე შევათანხმებთ ფასებს. ჩვენი მიზანია როგორც ადგილობრივი მოსახელობის დასაქმება, ასევე რეგიონში კიდევ მეტი ტურისტის მოზიდვა.“-ამბობს სასტუმროს მეპატრონე შოთა საგანელიძე.

    კურორტი უწერა ცნობილია სასარგებლო მინერალური წყლებით, რაჭაში ყველაზე მეტი მინერალური წყალი ამ სოფელშია. ტურისტებისთვის ნამდვილად საინტერესო მხარეა, თან ადგილობრივებზეც ვიზრუნეთ. ეს სასტუმრო რაჭისთვის ჩვენგან ერთგვარი საჩუქარია.“

     

     


პარტნიორები