მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ნოემბერი  2019

    გარდაბნის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა – რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სამედიცინო პუნქტების მოწყობისთვის თანხები 2019 წლის ბიუჯეტით ფინანსდება.

    თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიები გარდაბნის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.

    მათ შორის 4 სოფელში არსებულ შენობებს რეაბილიტაცია უტარდება. სოფელ საცხენისში, თელეთში, ახალ სამგორსა და მუხროვანში ახალი შენობები შენდება.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი ყველა მათგანში დასრულებულია. მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 400 ათას ლარზე მეტი იხარჯება.

     


პარტნიორები