მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ნოემბერი  2019

    ეროვნული ბანკის სათავო ოფისის ტენდერში კომპანია GLMV Architecture-ის პროექტმა გაიმარჯვა

    ეროვნული ბანკის სათავო ოფისის ტენდერში კომპანია GLMV Architecture-ის პროექტმა გაიმარჯვა ინფორმაციას Architectural Forum-ი ავრცელებს.

    Architectural Forum-ისვე ინფორმაციით, ტენდერში მეორე ადგილზე იყო Artstudio Project-ის წარმოდგენილი ვარიანტი:





    ეროვნული ბანკის სათავო ოფისის ტენდერის მესამე ადგილზე გასული პროექტი NS Studio

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერივნული ბანკი ახალი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება. თავად სებ-ში ახალი ოფისის მშენებლობას ინსტიტუციის გაზრდილი ფუნქციებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახალი ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი მიიჩნევს, რომ ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს.

     




    როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ფიქრობს, რომ 50 მილიონი ლარის რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის აშენებაზე არ უნდა დაიხარჯოს და ცოტა უფრო იაფადაცაა შესაძლებელი ოფისის აშენება.



    „ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ მიდის. თუმცა, ამის მიუხედავად გეტყვით, რომ ამხელა რესურსი მმართველი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს.ვფიქრობ, უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება“, - განაცხადა გახარიამ.

     

     

     


პარტნიორები