სიახლეები
-
12 ნოემბერი 2019
თქვენი რეკლამა
განახლებული წყალტუბო პირველ სტუმრებს 2024 წლიდან მიიღებს
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს განვითარების კონცეფციაზე.
მინისტრის განცხადებით, მთავრობა წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.
"ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, მოვამზადოთ ეს ობიექტები კვლავ საპრივატიზებოდ და საბაზრო პირობებით შევთავაზოთ ბიზნესს. ამის შემდეგ, თუ დარჩება ისეთი ობიექტები, ან ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას, არ გამოხატავს ინტერესს, ან რესურსის ნაკლებობას იგრძნობს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ იგივე ფონდი ქართუსა, თუ თანაინვესტირების ფონდის რესურსს",— განაცხადა ნათია თურნავამ.
ბიძინა ივანიშვილი "წყალტუბოს აღორძინების პროექტს" გეგმავს. ქართული ოცნების განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი 22-ვე სანატორიუმის, 9 აბანოს გამოსყიდვასა და მათ სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისთვის "მოგებაზე არაა საუბარი", არამედ, აპირებს, რეაბილიტირებული სანატორიუმები "მნიშვნელოვანი ფასდაკლებით" გაასხვისოს.ტეგები