მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ნოემბერი  2019

    კახეთში სოფელ ველისციხის პროექტი იწყება

    კახეთში, სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება- ამის შესახებ „კომერსანტს“ საპროექტო კომპანია „ამხანაგობა 21“-ის ხელმძღვანელმა გია აბულაძემ განუცხადა.



    ველისცხეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაანონსდა. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ველისციხე ძველ არქიტექტურულ მიმზიდველობას დაიბრუნებს და როგორც მის გენგეგმაშია გაწერილი შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.

    როგორც გია აბულაძე აცხადებს, სოფელს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც მისი ისტორია და უძველესი და უნიკალური მარნებისა და არქიტექტურული ნიმუშების სიმრავლე მოწმობს.

    „ველისციხეში იგეგმება საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა.





    განსხვავებული და განსაკუთრებულია ეს სოფელი იმით, რომ აქ არის ქალაქური ტიპის განაშენიანება, არ არის სოფლის ტიპზე აგებული სახლები. ველისციხეს საინტერესო ისტორია აქვს - ოდითგანვე ამ ადგილას ცხოვრობდნენ ქართველები, ებრაელები და სომხები. ეს იყო დიდი სავაჭრო პოტენციალის მქონე ტერიტორია პირველ რიგში იმიტომ, რომ მნიშნელოვანი გზაჯვარედინია დამაკავშირებელი ქალაქებისთვის. ველისციხიდან 20 კილომეტრში არის თელავი, 17 კილომეტრში - ყვარელი და 8 კილომეტრში არის გურჯაანი. ასე რომ, ველისციხე ფაქტობრივად ცენტრია. აქ დღესაც ძალიან ბევრი ტურისტია. ველისციხიდან კაკაბეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა კი კიდევ უფრო გაააქტიურებს ამ ტურისტულ პოტენციალს ამ სოფელში. გარდა ამისა სოფელში არის უნიკალური სარდაფები და მარნები, რომლის მსგავსიც საქართველოში ძალიან ცოტაა. მარანი -მუზეუმი ნუმისი , ადვილი მისაგნებია და ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ მარნის ნახვით მარტივად მიხვდება ადამიანი თუ რა დიდი პოტენციალი აქვს ამ სოფელს.“ - ამბობს გია აბულაძე.

    პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს, პროექტს მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს.



    როგორც აბულაძე აღნიშნავს, პროექტის სრული ვერსია 2020 წლის აპრილის ბოლოს ან მაისში იქნება მზად, ზაფხულში გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, საბოლოოდ კი პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.



    შეგახსენებთ, რომ ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.

     

     


პარტნიორები