სიახლეები
-
07 ნოემბერი 2019
თქვენი რეკლამა
თბილისსა და ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალების მშენებლობა იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ბათუმში კომაროვის სკოლის ორ ფილიალს აშენებს.სამინისტროს ცნობით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, „განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“ კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.
მათივე ცნობით, 350 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ტიპის შენობა ადაპტირებული იქნება სსსმ მოსწავლეებისთვის. მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და მოედნები. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.
ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კომპლექსის ფარგლებში კი კომაროვის სკოლის მეორე ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება და 2020 წლის სექტემბრამდე დასრულდება. კომაროვის სკოლის ეს ფილიალი 250 მოსწავლეზეა გათვლილი. სამსართულიან თანამედროვე ტიპის შენობაში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული მოედნები.განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა 2019 წლის იანვარში დააანონსა. შესაბამისი სატენდერო პროცედურების შემდგომ, კომპლექსის მშენებლობა 2019 წლის მაისში დაიწყო, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა კი უახლოეს 10 დღეში დასრულდება.
ტეგები