მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ნოემბერი  2019

    გუდაურში პირველი ბრენდული სასტუმრო, Best Western Gudauri იხსნება

    საქრთველოში Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში შემავალი მეშვიდე სასტუმრო მიმდინარე წლის დეკემბერში გუდაურში გაიხსნება. აღსანიშნავია , რომ Best Western Gudauri იქნება პირველი ბრენდული სასტუმრო გუდაურში, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ქსელის, ასევე ყველა საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროს მეპატრონემ გიორგი კვიწინაშვილმა განუცხადა.



    „Best Western Gudauri ეკონომ-კლასის სასტუმროა, რომელიც იდეალურადაა მორგებული აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის. სასტუმროს აქვს თავისი თხილამურების გაქირავების პუნქტი, გათვალისწინებულია ტრანსფერი სათხილამურო ტრასებამდე, სპა ცენტრი და ღია ჯაკუზების ვერანდა. ასევე იდეალური გარემო იქნება შექმნილი საქმიანი შეხვედრებისთვის, რადგანაც საქმიანი ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს. სასტუმროში წარმოდგენილია ასევე ერთი რესტორანი 200 კაცზე, თავისი ბარით და საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე.“ - ამბობს გიორგი კვიწინაშვილი.

     

    დღეისათვის Best Western Hotels & Resorts-ის ქსელს (რომელიც თავის თავში აერთიანებს 100-ზე მეტი ქვეყნის 4700-ზე მეტ დამოუკიდებელ სასტუმროს) გააჩნია 16 სხვადასხვა სახეობის ბრენდი, რომლებიც ითვალისწინებს თითქმის ყველა კატეგორიის (მათ შორის ლაქშერი და ბუტიკ კატეგორია) და კონცეფციის სასტუმროებს.



    საქართველოში Best Western Hotels & Resorts-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კომპანია Capitol HPS-ს დირექტორმა გოჩა ჯაიანმა „კომერსანტთან“ განმარტა, რომ Capitol HPS-ის მთავარი მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნული ქსელის განვითარებას საქართველოში, განსაკუთრებით კი მის რეგიონებში. ამასთან ერთად კომპანია აქტიურად არის ჩართული საქართველოში ტურიზმისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. კომპანიის Capitol HPS დაფუძნდა 2016 წელს და „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ს შემადგენლობაში შედის, რომელშიც კომპანიის გარდა გაერთიანებულია ყაზახური ინვესტიციების მოზიდვით შექმნილი სხვადასხვა პროფილის (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, დეველოპმენტი, მენეჯმენტი, ტურიზმი და ა.შ.) კომპანიები.





    მისივე პროგნოზით, Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში გაერთიანებული სასტუმროების რაოდენობა 2021 წლის ბოლომდე საქართველოში 12-ს, ნომრების ჯამური რაოდენობა კი დაახლოებით 750-ს მიაღწევს.



    Best Western Gudauri-ს პროექტის საინვესციტიო მოცულობა 5 მილიონ ლარს შეადგენს.სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და წელს დეკემბრის თვეში გაიხსნება.

     

     


     

    ტეგები


პარტნიორები