სიახლეები
-
06 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
King David–ის წარმომადგენელი: თბილისის ბაზარი ასეთი პროექტებისთვის მზად არ არის
King David -ის თაუერები და ბიზნეს ცენტრი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება. 70 მილიონი დოლარის ინვესტიციით ავსტრიული საინვესტიციო კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯი-ემ-ბი ეიჩი“ თამარ მეფის ხიდთან ახალი ა კლასის, საერთაშორისო სტანდარტების პროექტს ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი ნინი მარიამიძე გაზეთ „ფაინენშალთან" ამბობს, რომ ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება და ეს არის „კინგ დევიდის" მთავარი მიზანი. მისივე თქმით, 2 თვეა გაყიდვები დაიწყო და კომპანიას უკვე რეზიდენციების 25% გაყიდული აქვს.
თბილისში სიმაღლით მეორე King David-ის თაუერები მულტიფუნქციურია. მაღალ შენობას ეწოდება King David Residence-ი და მასში რეზიდენციებია განთავსებული, შედარებით დაბალ შენობაში, King David Business Centre-ში კი ა კლასის ბიზნეს ცენტრია.
შენობის ბოლო სამ სართულზე სასტუმროს ნომრები იქნება. აქვე განთავსდება სპა ცენტრი, ფიტნესი, საცურაო აუზი, სალონი, ღვინის მარანი, რესტორანი, ტერასა. რეკრეაციული ზონა. სივრცე ბავშვებისთვის, ჯანსაღი კვების კაფე.
ნინი მარიამიძე ამბობს, რომ პროექტი მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. ბიზნეს ცენტრში ფართების გაყიდვა ჯერ დაწყებული არ არის, რეზიდენციის ნაწილში კი გაყიდვების მაჩვენებლით კმაყოფილები არიან. მისივე თქმით, სამშენებლო ბიზნესს რთული წელი ელის, მოსალოდნელი არჩევნების გამო. ბაზარი სენსიტიურია და ამ პერიოდში ინტერესი და გაყიდვები შესაძლოა გაჩერდეს, თუმცა დეკემბერში ისევ გააქტიურებას ელოდებიან და იმედი აქვთ დეკემბერში პროექტის 40% გაყიდული იქნება. კვადრატული ფასები პროექტში 1700–დან 3500 დოლარამდეა.
მარიამიძე ამბობს, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბაზრისთვის ფასები მთავარი კრიტერიუმია შერჩევისას, რაც ამ პროექტისთვის დიდი გამოწვევაა. „ჩანს, რომ თბილისის ბაზარი არ არის მზად ასეთი პროექტებისთვის. თუმცა არიან ისეთები, ვინც აფასებენ ჩვენს შეთავაზებას „ აცხადებს ნინი მარიამიძე.financial-ის მასალები